ყოველწლიურად, სხვადასხვა პროფილის მიმართულებით სტუდენტების საჭირო ჯამური რაოდენობა არის 14 400. თუმცა ვითვალისწინებთ რა, რომ პირველად ხდება ეს პროცესები, გარკვეული გარდამავალი ეტაპებია, წელს ვაპირებთ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებაში გამოვაცხადოთ 21 ათასზე მეტი ადგილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დაახლოებით 35%-ით მეტ ადგილს ვაცხადებთ, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შეფასებით, შრომის ბაზრის კვლევა განათლების სისტემაში გარდამავალ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
"ვხედავთ, რომ ყველა არ ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, ბაზარზე მოთხოვნილება არის - ეს ყველაფერი იყო გათვალისწინებული იყო კვოტების შემუშავებისას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება, რადგან რეფორმის შედეგები და ამ კვოტების განსაზღვრა პირდაპირპროპორციულ კავშირში უნდა იყოს ბაზრის მოთხოვნილებასთან", - განაცხადა მიქანაძემ.