27 ოქტომბერი 2026,   14:47
ვრცლად
"ეს ძალები ჩვენ გვთხოვენ სანქციების დაწესებას, რაც არა მხოლოდ ეკონომიკურად ჩამოშლის ჩვენს ქვეყანას, ძალიან დიდი ალბათობით, დაპირისპირებაში აღმოგვაჩენს რუსეთთან" - ლევან მაჭავარიანი

"პირდაპირ თუ ირიბად, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ევროკავშირი და ეს ევრობიუროკრატები სამწუხაროდ, აფინანსებდნენ ჩვენთან იმ პროცესებს, რა პროცესების მიხედვითაც, ჩვენ რომ დაგვეთმო ჩვენი პოზიციები, პირდაპირ ესკალაციაში შევდიოდით რუსეთთან", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს.

ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ გარკვეული ძალები საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ, რაც არა მხოლოდ ეკონომიკურად ჩამოშლის ქვეყანას, მისი თქმით, ეს დიდი ალბათობით, დაპირისპირებაში აღმოაჩენს რუსეთთან. 

"ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ ჩვენ რუსეთს სანქციებს არ დავუწესებთ. იქიდან გამომდინარე, რომ არ ჩამოვშლით ჩვენს ეკონომიკას. და, როდესაც ამ ქვეყნის ლიდერები ზოგადად საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ჩვენ დეზინფორმაციას ვავრცელებთ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის რაღაც წითელი ხაზები, რასაც ჩვენ არ ვკვეთთ და შესაბამისად, რაღაცები გარეთ ვერ გამოგვაქვს. იყო პირდაპირი ზეწოლა მეორე ფრონტზე, თუმცა რაც ისედაც აშკარა იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის და დღესაც რაც აშკარაა, ეს ძალები ჩვენ გვთხოვენ სანქციების დაწესებას, რაც არა მხოლოდ ეკონომიკურად ჩამოშლის ჩვენს ქვეყანას, ეს ძალიან დიდი ალბათობით, დაპირისპირებაში აღმოგვაჩენს რუსეთთან. ასევე, არავის არ დაავიწყდეს ის, რომ ჩვენ რომ ეს მდიდარი ენჯეო ორგანიზაციები აქციებს გვიწყობდნენ იმის გამო, რომ მოხალისეებს არ ვაგზავნიდით საბრძოლველად მთავრობის ოფიციალური თანხმობით, იმის გამო, რომ ჩვენი შეიარაღება არ გადავეცით უკრაინას. ვისგან ფინანსდებიან ეს მდიდარი ენჯეო ორგანიზაციები? ესენი ფინანსდებიან ევროკავშირისგან და შესაბამისად, პირდაპირ თუ ირიბად, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ევროკავშირი და ეს ევრობიუროკრატები სამწუხაროდ, აფინანსებდნენ ჩვენთან იმ პროცესებს, რა პროცესების მიხედვითაც, ჩვენ რომ დაგვეთმო ჩვენი პოზიციები, პირდაპირ ესკალაციაში შევდიოდით რუსეთთან," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

 

 

დღის ამბები