აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ტელევიზიის შენობის ავარიულობაზე საუბრობს.
ირაკლი კიკვაძის განცხადებით, დაზიანებულია სახურავი და შენობის ნაწილი, რის დასტურადაც სამხარაულის და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა მოჰყავს. დირექტორის თქმით, საინფორმაციო გამოშვებები მუშაობას ალტერნატიული ფართიდან უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს.
შენობას, რომელშიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელია განთავსებული, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს.