კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ - ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულია 2006 წელს დაბადებული პირი, სხვების მიმართ კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებული ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მოინახულა. ის დანაშაულს აღიარებს.
დაკავებულის უფლებადამცველის, მაკა ჭკადუას თქმით, მას არ ჰქონდა გააზრებული, რომ შესაძლოა მსგავსი ტიპის ხუმრობას მოჰყოლოდა ასეთი მძიმე სამართლებრივი მოცემულობა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ცნობს, ძალიან ნანობს, მას არ ჰქონდა გააზრებული, რომ შესაძლოა მსგავსი ტიპის ხუმრობას მოჰყოლოდა მსგავსი ტიპის სამართლებრივად მძიმე მოცემულობა მისთვის. თვითონ ამბობს, ეგონა, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა გადმომსხდარიყო იქნებოდა ადმინისტრაციული ჯარიმა", - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.