04 აგვისტო 2026,   18:30
ვრცლად
პროკურატურის პოზიცია, თითქოს რომეო მიქაუტაძე აყენებდა მისი ძმის ან მისი ახლობლები კომპანიებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ტყუილია - ადვოკატი

რომეო მიქაუტაძის საქმეზე სასამართლოში, დღეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ძმა დაიკითხა. გიორგი მიქაუტაძე დაცვის მხარის მოწმეა. მას კითხვები ნახიდურ-ჰესთან დაკავშირებით დაუსვეს.

რომეო მიქაუტაძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის თქმით, პროკურატურის პოზიცია, რომ თითქოს რომეო მიქაუტაძე აყენებდა მისი ძმის ან მისი ახლობლები კომპანიებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ტყუილია.

"პროკურატურის პოზიცია, რომ თითქოს რომეო მიქაუტაძე აყენებდა მისი ძმის ან მისი ახლობლები კომპანიებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ტყუილია და უარყოფითია, დღევანდელი მოცემულობით. ეს პროექტები ფაქტია, რომ არ განხორციელებულა მაშინ, როცა სხვა პროექტები, რომელშიც არ არის ჩართული მისი ძმა და მისი მეგობრები, ბევრად უფრო მალე განხორციელდა ამ ქვეყანაში", - განაცხადა ადვოკატმა.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურამ ბრალი რამდენიმე საქმეზე წაუყენა. მათ შორისაა მუხლი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები