05 აგვისტო 2026,   02:15
ვრცლად
სიყვარული, ეჭვიანობა და ღალატი - სცენა, სადაც სიყვარული ტრაგედიად იქცევა და ისტორია, რომელიც საუკუნეზე მეტია მსოფლიო სცენებზე ცოცხლდება

სიყვარული, ეჭვიანობა და ღალატი - სცენა, სადაც სიყვარული ტრაგედიად იქცევა და ისტორია, რომელიც საუკუნეზე მეტია მსოფლიო სცენებზე ცოცხლდება.

"ჯამბაზები“ რუჯერო ლეონკავალოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დრამატული ოპერაა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მაყურებელი ამჯერად სპექტაკლის ახალ ინტერპრეტაციას იხილავს.

წლის ერთ-ერთ მთავარ საოპერო მოვლენად დასახელებული "ჯამბაზები" იტალიურ საოპერო ტრადიციებსა და დახვეწილ ესთეტიკას აერთიანებს. სიუჟეტი იტალიის პატარა სოფელში ვითარდება, სადაც მოხეტიალე თეატრალური დასი ჩადის. სპექტაკლში თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი მონაწილეობს.

ორმოქმედებიანი ოპერა პროლოგით, კომპოზიტორმა საკუთარი ლიბრეტოს მიხედვით დაწერა. მისი პრემიერა მილანში ტეატრო დალ ვერმეში 1892 წელს ტოსკანინის დირიჟორობით შედგა. "ჯამბაზებმა" მსოფლიოს წამყვანი სცენები შემოიარა და დღემდე დიდი თეატრების რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

"კომედია დასრულდა" - ამ სიტყვებით სრულდება ოპერაც. ეს მთავარი გმირის ნამდვილი, გულწრფელი მარცხია, სადაც სპექტაკლი და რეალური ცხოვრება ერთდროულად სრულდება.

რუჯერო ლეონკავალოს "ჯამბაზების" პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 26 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები