საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი მხარეებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს. აქცენტი კეთდება როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ისე საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე.
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სტანდარტების განათლების ხელმისაწვდომობა და მეცნიერების სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნა სახელდება.