"შეტევა თავისუფალ ქართულ მედიაზე - ბრიტანული დემოკრატიის სირცხვილი და თავის მოჭრა!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალას" დეპუტატი, ეკა სეფაშვილი წერს.
"შეტევა თავისუფალ ქართულ მედიაზე - ბრიტანული დემოკრატიის სირცხვილი და თავის მოჭრა!
ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ :
პოსტ TV და იმედი TV -ეს სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას!
პოსტ TV და იმედი TV - ყველაზე დიდი რეიტინგის და გავლენის მქონე არხებია, რადგან მათი წარმატების საიდუმლო სიმართლეა, რომელსაც ვერასოდეს დამალავ!
პოსტ TV და იმედი TV - თავისუფალი მედიის საუკეთესო წარმომადგენლები - სერიოზულად აშინებენ დიდ ბრიტანეთს!
დაბოლოს - სერიოზული პრეტენზია და მიზეზი არ არსებობს და სწორედ ამიტომ გვესმის ასეთი აბსურდული ბრალდებები პოსტ TV და იმედი TV -ის წინააღმდეგ!
ბრძოლა საქართველოს გადარჩენისათვის გრძელდება!
საქართველოს ვერ დააჩოქებთ!" - წერს ეკა სეფაშვილი.