მაშინ, როდესაც ოფიციალური ლონდონი ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ დემონსტრაციული ზომების მიღებით არის დაკავებული, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა ბრიტანული პოლიტიკის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. კვლევის მიხედვით, თავად ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები, რუსული ომის მანქანის დაფინანსების მთავარ არხებად რჩება.
გამოქვეყნებული მასალებით დგინდება, რომ რუსეთი ეკონომიკური შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას სწორედ ბრიტანული კომპანიების დახმარებით ახერხებს. საუბარია 29 ათასზე მეტ სავაჭრო ტრანზაქციაზე, რომელთა საერთო ღირებულება 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფინანსური ოპერაციები კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განხორციელდა. დოკუმენტში მოყვანილია ექსპერტების შეფასებაც. რომლებიც თვლიან, რომ ლონდონის საგარეო პოლიტიკური რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
უმრავლესობის წევრის, დავთ მათკაშვილის შეფასებით, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება თუ კი დადასტურდება ბრიტანული კომპანიების გავლით რუსეთის დახმარება.
"გასაკვირი ნამდვილად არ არის თუკი დადასტურდება ბრიტანული კომპანიების გავლით რუსეთის დახმარება და რუსეთში რაღაც ბენეფიტების შეტანის ფაქტები. ნამდვილად არ არის გასაკვირი, რად გვინდა დაუდასტურებელ თეორიებზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ დიდ საფუძველს იძლევა შესაბამისი აზრის ადამიანებისთვისაცაა. აგერ, პირდაპირ, ნავთობსადენი "დრუჟბა" რომლის გავლითაც ევროპა რუსეთს მილიონებს უხდის და შემდგომ, რუსეთი ამ მილიონებს სათანადო მიზნით იყენებს - ცხადია ომის დასაფინანსებლად და მას ახსნეს სანქცია. ამიტომაც არის შერჩევითი მიდგომა, ამიტომაც სჭირდებათ საქართველო თავიანთი მიზნებისთვის. იმ უბედურების რკალში, რაც ევროპას თავს ატეხია, საქართველოს მოცემულობა, "იმედის" და "პოსტტივის" დასანქცირება, თურმე ეს ორი ტელევიზია უკრაინაში დესტაბილიზაციას ახდენს, წარმოუდგენელი რაღაცაა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.