26 ოქტომბერი 2026,   16:40
ვრცლად
სისტემატურად უნდა გავიხსენოთ საიდან დაიწყო საქართველოს პრობლემები. უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღიდანვე მოგვიწოდებდნენ, შეგვესეირნა აფხაზეთში და ომით დაგვებრუნებინა - ნინო წილოსანი

მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ და უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში აგორებული კამპანია — შალვა პაპუაშვილი იმ პროცესების ქრონოლოგიას აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის ომში ჩათრევას ისახავდა მიზნად.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, სოცმედია დღემდე ინახავს იმ შვიდი ათასი ადამიანის ვინაობას, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და ეს პროცესი ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცია.

საკითხთან დაკავშირებით დამატებით ისაუბრა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო წილოსანმა.

"სისტემატურად უნდა გავიხსენოთ ის, საიდანაც დაიწყო საქართველოს პრობლემები. ეს არის უკრაინაში ომის დაწყება, სადაც მეორე დღიდანვე მოგვიწოდებდნენ, რომ როგორც გონჩარენკო ამბობდა, შეგვესეირნა აფხაზეთში და ომით დაგვებრუნებინა, ომით შევსულიყავით საკუთარ დებთან და ძმებთან, გაგვეგზავნა თვითმფრინავი უკრაინაში და ამით გამოგვეხატა ომში ჩართულობა, დაგვესანქცირებინა რუსეთი და ამით ყველაზე დიდი ზიანი საკუთარი ქვეყნისთვის მიგვეყენებინა. ბომბების ცვენა იყო ის სასიამოვნო ემოცია, რომელსაც ჩვენი რადიკალები ისურვებდნენ რომ ყოფილიყო და ათასობით მათი მხარდამჭერი, რომელიც საჯაროდ ვერ ამბობდა მაგრამ თავიანთი მოქმედებით ადასტურებდა, რომ ემხრობოდნენ საქართველოს ომში ჩართვას.

არის ბევრი შემთხვევა, რომელზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, მათ შორის დახურულ კარს მიღმა საუბრები, სადაც გვაიმედებდნენ, რომ თუ ჩვენი სამხედროები ვერ გაწყდებოდნენ, პარტიზანულ ბრძოლაზე უნდა გადავსულიყავით", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები