ჩინურმა კომპანიამ, ახალი წლის ღამის წვეულებისთვის 26 მილიონი დოლარი ნაღდი ფული მაგიდებზე დააგროვა, რათა თანამშრომლებს სახლში იმდენი ფულის წაღების საშუალება ჰქონოდათ, რამდენის წაღებასაც შეძლებდნენ. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
კომპანია Henan Kuangshan Crane Co. Ltd.- მ ყოველწლიური წვეულება 13 თებერვალს გამართავ და თანხა 800 საბანკეტო მაგიდაზე განათავსა.
კადრებში ჩანს, რომ კაშკაშა ფერის განათების ქვეშ, პიჯაკებში გამოწყობილი თანამშრომლები სიამოვნებით ათვალიერებდნენ მაგიდებზე დაწყობილი ფულის დასტებს.
კორპორატიულ წვეულებას, სავარაუდოდ, 7 000 ადამიანი დაესწრო.
კორეული გაზეთის, Chosun Daily-ს ცნობით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნაღდი ფულით 13 000 დოლარის წაღება მოახერხა.
ბონუსების გაცემის უჩვეულო მეთოდთან დაკავშირებით კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კუი პეიჯუნმამან თქვა: "ზოგიერთი ადამიანი კითხულობს, თუ რატომ არ ვრიცხავთ ფულს პირდაპირ მათ ანგარიშებზე, მაგრამ მაშინ ეს მხოლოდ ციფრები იქნებოდა“.
Henan Kuangshan Crane Co. Ltd.-ი ამწეების წარმოებისა და გაქირავების კომპანიაა, ის 2002 წელს დაარსდა და 130-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.