05 აგვისტო 2026,   03:21
ვრცლად
"მოდა, როგორც ხელოვნება" - MET GALA 2026

Met Gala - სივრცე, სადაც მოდა საზღვრებს სცდება და ხელოვნების ფორმას იღებს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტური ღონისძიება წელს მოდასა და ხელოვნებას შორის დიალოგს ეძღვნება.

ვიდრე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ვარსკვლავები წლის ყველაზე დასამახსოვრებელ კოსტიუმებს წარადგენენ, 2026 წლის მეტ გალას ორგანიზატორებმა დრესკოდი ოფიციალურად დაადასტურეს.

"მოდა, როგორც ხელოვნება“ - ღონისძიებას კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენა „კოსტიუმების ხელოვნება“ გახსნის, რომელიც სამოსს, როგორც დამოუკიდებელ მხატვრულ ობიექტს, წარმოაჩენს. ექსპოზიცია ისტორიულ კოსტიუმებსა და მუზეუმის კოლექციაში დაცულ სკულპტურულ ნამუშევრებს გააერთიანებს.

კოსტიუმების ინსტიტუტის კურატორის, ენდრიუ ბოლტონის თქმით, მათი მიზანია საზოგადოებას აჩვენონ, როგორ წარმოაჩენს ტანისამოსი ადამიანის სხეულს, პიროვნების იდენტობასა და სოციალურ სტატუსს.

გამოფენა რამდენიმე ძირითად თემად დაიყოფა: „შიშველი სხეული“, „კლასიკური სხეული“, "აბსტრაქტული სხეული“ და პირველად ისტორიაში - „ორსული სხეული“.

წლევანდელ გამოფენაში გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებიც, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი და ჰოლოგრამები, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, ნახონ, როგორ გარდაიქმნება ისტორიული მხატვრობა თანამედროვე მაღალი მოდის კოსტიუმებად.

გრანდიოზული საღამოს თანათავმჯდომარეები ბიონსე, ნიკოლ კიდმანი, ვინუს უილიამსი და ანა ვინტური იქნებიან.

Met Gala მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გახმაურებული მოვლენაა. მისი მთავარი მიზანი კოსტიუმების ინსტიტუტის მხარდაჭერა და მოდის ინდუსტრიის განვითარებაა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები