29 ოქტომბერი 2026,   15:14
ვრცლად
სტივ უიტკოფი პირობას დებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ "შეთანხმება არ შედგება", თუ კიევს მშვიდობის გარანტია არ ექნება

პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, ამ კვირაში პირობა დადო, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს მანამ, სანამ უკრაინელები არ დარწმუნდებიან, რომ მოსკოვი მათ წინააღმდეგ იარაღს აღარ აღმართავს.

“შეთანხმება არ იქნება, თუ უკრაინა და მისი ხალხი არ დარწმუნდება, რომ მათ შეუძლიათ მშვიდობიანად ცხოვრება, თუ დიპლომატიური გადაწყვეტა მოიძებნება“, - განაცხადა უიტკოფმა.

"ეს უნდა იყოს საბოლოო შედეგი - რეალური მშვიდობ," -აღნიშნა მან.

"ვფიქრობ, ამისთვის შეერთებული შტატების მხრიდან ძლიერი უსაფრთხოების პროტოკოლები იქნება საჭირო, რომელსაც ევროპის მხრიდან ასევე ძლიერი უსაფრთხოების პროტოკოლები დაუჭერს მხარს,"- აცხადებს უიტკოფი.

დღის ამბები