ახალციხის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, მორიგი საერთო კრება სხვილისის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
ადგილობრივებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
პროგრამით დაგეგმილი შეხვედრები 25 სოფელში უკვე ჩატარდა დარჩენილ 21 დასახლებაში კი უახლოეს მომავალში გაიმართება.