27 ოქტომბერი 2026,   03:49
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლითონის კონსტრუქციის 5 უნებართვო სანახშირე გამოავლინეს

უნებართვო სანახშირეები მცხეთა-მთიანეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლითონის კონსტრუქციის 5 უნებართვო სანახშირე გამოავლინეს სოფელ ბოჭორმის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში.

ტერიტორიიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მასალა.

შეგახსენებთ, ნახშირის უკანონო გამოწვის დროს ჰაერში მომწამვლელი ნივთიერება CO გაიფრქვევა, რაც მავნეა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

დღის ამბები