პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" წევრები საკუთარი ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს სხვადასხვა საკრებულოებში განაგრძობენ.
ამჯერად, პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები წალკისა და თეთრიწყაროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო პოლიტიკური ჯგუფის სამომავლო გეგმებს, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და პარტიის ხედვებს ამ მიმართულებით.
"ხალხის ძალის" ლიდერებს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები გააცნეს და რეგიონების განვითარების პოტენციალზე ისაუბრეს.