"ირონიაა, რომ ეს ადამიანი [ბრიტანეთის ელჩი] რამდენიმე თვის წინ გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის მხარდამჭერები არიან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ბრიტანეთის ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა.
"გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - "პოსტივისთვის" და "იმედისთვის" რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს, ეს მისი ელჩის მომზადებული საკითხებია. დასტურდება, რომ ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა. სოცმედიაში მისი ერთ-ერთი ვიდეო ტრიალებდა, 5-ჯერ ვუყურე. ირონიაა, რომ ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის მხარდამჭერები არიან. ალბათ ეს ვიდეო რომ ჩაწერა, გავიდა თავის კაბინეტში და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საბაბების შეკერვა დაიწყო", - განაცხადა პაპუაშვილმა.