ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები განახორციელეს - იუწყება CNN-ი. ისრაელის დარტყმები ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაადასტურა.
ამასთან, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ირანზე იერიში ამერიკულმა მხარემაც მიიტანა.
ისრაელმა დარტყმების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან ირანისგან საპასუხო ზომებს ელოდება.
დარტყმები მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარებს. ტრამპი ირანზე დარტყმებს ბირთვული პროგრამის და ირანის ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციების სისხლიანი ჩახშობის გამო აანონსებდა.