27 ოქტომბერი 2026,   00:37
ვრცლად
ისრაელის საავადმყოფოები მიწისქვეშ გადაინაცვლებენ - ჯანდაცვის სამინისტრომ უმაღლესი მზადყოფნის დონე გამოაცხადა

ისრაელის საავადმყოფოები მიწისქვეშ გადაინაცვლებენ, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ უმაღლესი მზადყოფნის დონე გამოაცხადა - წერს CNN-ი. 

"ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოებს დაავალა გაწერონ პაციენტები, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, სადაც ასევე მითითებულია, რომ კლინიკებმა საქმიანობა მიწისქვეშა სივრცეებში უნდა გადაიტანონ.

თელ-ავივის Sourasky Medical Center-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ გახსნა მიწისქვეშა გადაუდებელი დახმარების საავადმყოფო და უკვე დაიწყო პაციენტებისა და განყოფილებების დაცულ ინფრასტრუქტურაში გადაყვანა.

დღის ამბები