04 აგვისტო 2026,   00:57
ვრცლად
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონულ წარმომადგენლობებს ხსნის - პირველი ოფისი გორში გაიხსნა

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონულ წარმომადგენლობებს ხსნის, პირველი ოფისი გორში გაიხსნა. პარტია 2028 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
სწორედ ამ მიზნით იწყებს ყველა რეგიონულ ცენტრში წარმომადგენლობების დაფუძნებას.

პარტია, ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხად, როგორც გარანტს, რითაც დაცული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ინტერესები და მათი განვითარება ნეიტრალური სახელმწიფოს ფარგლებში.

პირველი ღონისძიება გორში შედგა, "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერები გორის თეატრში შიდა ქართლის მოსახლეობას შეხვდნენ და პრეზენტაცია გამართეს.

დღის ამბები