ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შემდეგ ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
„ეს ომი ნამდვილ მშვიდობას მოიტანს“, - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მისივე განცხადებით თეირანის ცენტრში მდებარე ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის რეზიდენცია სრულად განადგურებულია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხამენეის ლიკვიდაციასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: „არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ ხამენეი ცოცხალი აღარ არის“, - ამბობს ისრაელის პრემიერი.