"თბილისური ამბავი — ტიფლისიდან თბილისამდე", - ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც თბილელის ქარვასლაში გაიმართა. ორგანიზატორებმა ძველი თბილისის ისტორია გააცოცხლეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს ქართველი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრები, დაესწრონ ცოცხალ მუსიკალურ და შემოქმედებით წარმოდგენებს, ასევე გაეცნენ პროექტის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებს.