15 ოქტომბერი 2026,   07:01
ვრცლად
დოჰას სამრეწველო ზონაში, რაკეტის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია

კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ X-ზე განაცხადა, რომ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ძალები დედაქალაქ დოჰას გარეუბანში ხანძრის ჩასაქრობად გაგზავნეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ქალაქის სამრეწველო ზონაში ხანძარი რაკეტის ნამსხვრევებმა გამოიწვია, - განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რაკეტა თავდაცვის სისტემამ ჰაერში გაანადგურა, რის შემდეგაც მცირე ნამსხვრევებმა ხმელეთზე ხანძარი გამოიწვია.

 

დღის ამბები