ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით, - განაცხადა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ.
მან პირობა დადო, რომ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შემდგომ საპასუხო ზომებს მიიღებს და აღნიშნა, რომ "ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება".
აშშ-მა და ისრაელმა ირანს გუშინ დაარტყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ, შეტევების შედეგად, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.