04 აგვისტო 2026,   19:46
ვრცლად
დუბაიში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის - CNN

დილიდან აფეთქებების ხმა ისმის დუბაიში, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქალაქში სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რასაც რამდენიმე წუთში კიდევ ერთი აფეთქება მოჰყვა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შავი კვამლი შენიშნეს ჯებელ ალის პორტის ტერიტორიაზეც. მანამდე, თავდასხმა განხორციელდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტზეც. დაშავდა აეროპორტის ოთხი თანამშრომელი.

დღის ამბები