ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეიდან ქართული დელეგაციის ვიზიტი იწყება. საპარლამენტო შემადგენლობას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.
დაგეგმილია შეხვედრები როგორც კონგრესში, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ "ქართული ოცნება" მზად არის გადატვირთოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა.
"საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მნიშვნელოვანი ვიზიტი იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაესწრებიან სუვერენული ერების ალიანსის სახელით ცნობილ ფორუმს. მათ ექნებათ შეხვედრა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან.
აქამდეც არაერთგზის განგვიცხადებია და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა. მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, გზამკვლევით განვაახლოთ ურთიერთობა", - განაცხად დავით მათიკაშვილმა.