ქართული დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დღეიდან იწყება. საპარლამენტო შემადგენლობას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.
დაგეგმილია შეხვედრები როგორც კონგრესში, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას.