05 აგვისტო 2026,   17:33
ვრცლად
მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვისაც თავისუფლება სურს, გამოიყენეთ ეს მომენტი, იყავით მამაცები, იყავით გაბედულები და დაუბრუნეთ თქვენი ქვეყანა - დონალდ ტრამპი

ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო მოქმედებები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, სანამ მიზანი ბოლომდე მიღწეული არ იქნება - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტი მოუწოდებს რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, "წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალი იქნება". ტრამპი მიმართავს ირანელ ხალხსაც.

"ბოლო 36 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა წამოიწყეს ოპერაცია " ეპიკური მრისხანება", ერთ-ერთი ყველაზე რთული, მასშტაბური და ძლიერი სამხედრო შეტევა, რომელიც მსოფლიოს ოდესმე უნახავს.

საბრძოლო მოქმედებები სრული დატვირთვით გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ. ჩვენ მკაფიო მიზნები გვაქვს, მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვისაც თავისუფლება სურს, გამოიყენეთ ეს მომენტი, იყავით მამაცები, იყავით გაბედულები და დაუბრუნეთ თქვენი ქვეყანა, ამერიკა თქვენს გვერდითაა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები