27 ოქტომბერი 2026,   18:04
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილი არ განეკუთვნება იმ ადამიანების რაოდენობას, რომელსაც ძალადობა უნდოდეს საკუთარი ქვეყნისთვის" - ირაკლი ფავლენიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პოსტში, რეალურად, ავტოკრატიული მმართველობის დასრულების სურვილი გამოთქვა.

პარტიის გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც ძალადობის მომხრეა.

"ამ სტატუსის შინაარსი არის მარტივი, მას სურს, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს ავტოკრატიული მმართველობისგან. ამაზეა საუბარი და არანაირს ძალადობაზე ან ვინმეს, მით უმეტეს, ადამიანების სიკვდილზე. შედარებას როცა აკეთებ, არ არის სავალდებულო კოპირება მოხდეს, იმ პროცესის, რაც იქ ხდება. არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ეს მოეწონოთ, შეიძლება არ მოეწონოთ, ეს უკვე შეფასებისა და ინტერპრეტაციის საკითხია.

მეც და სხვა ადამიანებსაც, ძალიან ბევრს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თუ მომხრეს ძალიან კარგად ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ განეკუთვნება იმ ადამიანების რაოდენობას, რომელსაც ცუდი რამე, მით უმეტეს, ძალადობა უნდოდეს საკუთარი ქვეყნისთვის, ამიტომ სხვანაირად აღიქვამენ ამ სტატუს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ირანის ლიდერების მკვლელობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ანალოგიური სცენარის განვითარება საქართველოშიც სურს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა. "დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში" - წერს პატიმარი სააკაშვილი რომლის განცხადებაც მმართველი გუნდისთვის მავნებლობის და ანტი სახელმწიფოებრივი ქმედებების გაგრძელებაა.

 

დღის ამბები