ნარკოპოლიტიკა საქართველოში - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა და განსხვავებული პასუხები ერთ სივრცეში. დღეს, "რუსთავი 2-ზე" დებატების დღეა.
გადაცემის სტუმრები იქნებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, "ხალხის ძალიდან" - გურამ მაჭარაშვილი, "გირჩიდან" - იაგო ხვიჩია. ასევე, ექიმი-ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია და სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელი - თამაზ ტუღუში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დებატების დროს საუბარი იქნება სახელმწიფოს პოლიტიკაზე, იმ გატარებულ და განხორციელებულ ღონისძიებებზე, რაც ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს:
"დებატების დროს საუბარი იქნება სახელმწიფოს პოლიტიკაზე, იმ გატარებულ და განხორციელებულ ღონისძიებებზე, რაც ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. ასევე წარდგენილი იქნება კონკრეტული სტატისტიკა, მათ შორის, დაკავებული პირებისა და პასუხისგებაში მიცემული პირების შესახებ. განხორციელებული ღონისძიებების კუთხით, რასაც შსს-მ წლების მანძილზე და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განახორციელა. ასევე ინსტიტუციური, საკანონმდებლო რეფორმებისა და დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებების შესახებ,"- აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.