"საქართველოს მთავრობის დღევანდელი განცხადება, სადაც გამოხატულია სამძიმარი მიმდინარე ომში ისრაელის და ირანელი მოქალაქეების მსხვერპლის გამო ერთ ტექსტში, არის კლასიკური ნიმუში დაბალანსებული, მეზობლებთან კარგი ურთიერთობების და ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისა", - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"საქართველოს მთავრობის დღევანდელი განცხადება, სადაც გამოხატულია სამძიმარი მიმდინარე ომში ისრაელის და ირანელი მოქალაქეების მსხვერპლის გამო ერთ ტექსტში, არის კლასიკური ნიმუში დაბალანსებული, მეზობლებთან კარგი ურთიერთობების და ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისა.
დაახლოებით 14 წელი ვიყავი ჟურნალისტი, მას შემდეგ აქტიურად ვაკვირდები პოლიტიკას, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, მაგრამ ასეთი გაწონასწორებული განცხადება არასოდეს წამიკითხია.
დიპლომატიის სახელმძღვანელოებში შესატანი ქეისია", - წერს მჭედლიშვილი.