26 ოქტომბერი 2026,   15:01
ვრცლად
"ირანში ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება საფრთხის აღმოსაფხვრელად" - გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელი

ირანში ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება საფრთხის აღმოსაფხვრელად, - ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა, დანი დანონმა განაცხადა.

"ისრაელი არ შეწყვეტს თეირანის წინააღმდეგ ოპერაციას, ვიდრე არ მიაღწევს თავის მიზნებს: ბირთვული იარაღის, ბალისტიკური რაკეტების საფრთხის არარსებობას, მათი საზღვაო ფლოტისა და რეჟიმის მარიონეტული ქსელის განადგურებას," - აღნიშნა დანონმა.

მისი თქმით, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ხალხისა და საზღვრების დასაცავად.

დღის ამბები