26 ოქტომბერი 2026,   18:27
ვრცლად
"ირანელებმა მოლაპარაკებების დროს თქვეს, რომ მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ" - სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიკტოფმა ირანელებთან წარმოებული მოლაპარაკებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს თეირანის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ.

როგორც უიტკოფმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ირანელებმა მას უთხრეს, რომ მათ 60%-ით გამდიდრებული 460 კილოგრამი ურანი აქვთ, რაც ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

"პირველი შეხვედრის დროს, ორმა ირანელმა მომლაპარაკებელმა პირდაპირ მითხრა, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ მათ 60%-ით გამდიდრებული 460 კილოგრამი [ურანი] აქვთ და მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ. ასე დაიწყეს მათ მოლაპარაკებები“, - თქვა უიტკოფმა.

 

დღის ამბები