აშშ არ აპირებს, ჩაერთოს კონფლიქტში, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვენსის თქმით, პრეზიდენტს ერთი მკაფიო მიზანი აქვს, რათა დარწმუნდეს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ შენდება მხოლოდ სამშვიდობო მიზნით გამოსაყენებლად, როგორც რეჟიმი აცხადებს, არამედ ისინი აგებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
"დონალდ ტრამპი არანაირად არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში აღმოჩნდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა", – აღნიშნა ვენსმა.