28 ოქტომბერი 2026,   07:32
ვრცლად
ისრაელი თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში "საიდუმლო" ბირთვული იარაღის შემუშავების ობიექტზე იერიში მიიტანეს

ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ "საიდუმლო" მიწისქვეშა კომპლექსზე იერიში მიიტანეს, რომელსაც, მათი თქმით, ირანელი მეცნიერები ბირთვული იარაღისთვის "საჭირო შესაძლებლობების" შესამუშავებლად იყენებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მეცნიერებმა თეირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე "მინზადეჰეის" კომპლექსების გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა ივნისში ოპერაცია "აღმავალი ლომის" დროს ირანის ძირითადი
ბირთვული ობიექტები დააზიანა.

"ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვამ განაგრძო მეცნიერების საქმიანობის თვალყურის დევნება და ამ ობიექტზე მათი ახალი ადგილმდებარეობა ისე დაადგინა, რომ შესაძლებელი გახდა საიდუმლო მიწისქვეშა კომპლექსზე ზუსტი დარტყმის განხორციელება," - აცხადებენ ისრაელის სამხედრო ძალებში.

ამასთან, მათ დასძინეს, რომ დარტყმა ირანის ბირთვული იარაღის შემუშავების უნარში ძირითად კომპონენტს აშორებს.

დღის ამბები