30 ოქტომბერი 2026,   00:41
ვრცლად
ირანის "ექსპერტთა საბჭომ" ლიკვიდირებული აიათოლა ალი ხამენეის მეორე ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი ქვეყნის ახალ ლიდერად აირჩია - მედია

ირანის ექსპერტთა საბჭომ ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, ირანის შემდეგ უზენაეს ლიდერად აირჩია. 

მედიის ცნობით, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება საბჭოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიძულა. არსებული ინფორმაციით, მოჯთაბა ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევის შესახებ გადაწყვეტილება ალი ხამენეის დასაფლავების შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდება.

როგორც CNN-ი წერს, უმცროსი ხამენეი "ცნობილია იმით, რომ კულისებიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა და მჭიდრო კავშირები ჰქონდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) - ქვეყნის ყველაზე ძლიერ სამხედრო ორგანოსთან".

დღის ამბები