27 ოქტომბერი 2026,   22:15
ვრცლად
რუბიოს თქმით, აშშ ეძებს გზებს, რათა დაეხმაროს ამერიკელებს ახლო აღმოსავლეთის დატოვებაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს იმ ამერიკელების დასახმარებლად, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთის დატოვება სურთ.

"ჩვენ განვსაზღვრეთ და ვაგრძელებთ ჩარტერული რეისების, სამხედრო და გაფართოებული კომერციული ფრენების ვარიანტების იდენტიფიცირებას, რაც ნიშნავს ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას, რათა გავაგზავნოთ უფრო დიდი თვითმფრინავები მეტი ადგილით," - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

რუბიომ თქვა, რომ თვითმფრინავები რეგიონისკენ მიემართებოდნენ, სანამ საჰაერო სივრცე დაიკეტებოდა, ამის შემდეგ კი, მათ უკან დაბრუნება მოუწიათ.

რუბიოს განცხადებით, 1 500-ზე მეტმა ამერიკელმა მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს ახლო აღმოსავლეთიდან გასამგზავრებლად დახმარების თხოვნით.

"ჩვენ ვიცით, რომ შევძლებთ მათ დახმარებას. ამას ცოტა დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ არ ვაკონტროლებთ საჰაერო სივრცეს," - თქვა მან.

რუბიომ სთხოვა ამერიკელებს, დარეგისტრირდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში, რათა მიიღონ განახლებული ინფორმაცია ევაკუაციის შესაძლებლობების შესახებ.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად იმყოფებით..."- განაცხადა მან. 

დღის ამბები