02 ნოემბერი 2026,   10:07
ვრცლად
იერუსალიმში, თელ-ავივსა და რამათ განში მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებებისა და სირენების ხმა ისმოდა

აფეთქებებისა და გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა მთელი ღამის განმავლობაში იერუსალიმში, თელ-ავივსა და რამათ განში. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მსუბუქი დაზიანებები მიიღო სამმა ადამიანმა.

იერიში იყო ისრაელის ქალაქ ბერ-შებაზეც. ამ იერიშების შემდეგ, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღის დაწყება დააანონსა.

პარალელურად, ლიბანში ისრაელის სამხედრო ძალებმა ევაკუაციის ახალი განკარგულება გასცეს. ისრაელის სამხედრო ძალების სამიზნე სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" მიერ კონტროლირებადი 16-მდე დასახლებაა.

მთელი ღამის განმავლობაში, აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ სიდონშიც. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაღუპულია 50 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 335-ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანის "ყუდსის ძალების" მეთაური, დაუდ ალი ზადეჰი. ირანს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

Reuters-ის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, აფეთქებების ხმა ისმოდა კატარშიც. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

ირანის სამიზნე ღამით გახდა დუბაიში ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. იყო მცირე ხანძრი.

დღის ამბები