02 ოქტომბერი 2026,   11:39
ვრცლად
მტკვარზე ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოვლინდა

ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოვლინდა მდინარე მტკვარზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინფორმაციით, კანონდამრღვევები აკრძალული ელექტრო-იარაღით თევზაობდნენ. შედეგად უკანონოდ იყო მოპოვებული 32 კილოგრამზე მეტი თევზი.

უწყებისვე ცნობით, ერთ-ერთმა ბრაკონიერმა გარემოსდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მასალები, სისხლის სამართლის წესით რეაგირებისთვის, შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეგზავნა. დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები