06 აგვისტო 2026,   19:03
ვრცლად
აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანის რეჟიმის მიერ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად დანიშნული ნებისმიერი ლიდერი ლიკვიდაციის სამიზნე იქნება და არ აქვს მნიშვნელობა, რა არის მისი სახელი, ან სად იმალება.

"ნებისმიერი ლიდერი, რომელსაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დანიშნავს, ისრაელის განადგურების გეგმის წარმართვის, აშშ-ს, თავისუფალი სამყაროსა და რეგიონის ქვეყნების დაშინებისა და ირანელი ხალხის ჩაგვრის გეგმის გასაგრძელებლად, ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება.

ვაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რათა გავანადგუროთ რეჟიმის შესაძლებლობები და შევქმნათ პირობები ირანელი ხალხისთვის მისი დამხობისა და ჩანაცვლებისთვის", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები