15 ოქტომბერი 2026,   22:52
ვრცლად
პატარა "ნაცები" არიან, შეიძლება იმ დროს ზედაპირზე არ ტივტივებდნენ, თუმცა ვიცით ჩვენ რას წარმოადგენენ, როგორ გაუპრავეს სააკაშვილს არჩევნები - დავით მათიკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილის ერთობას მმართველი გუნდი. გაერთიანებაში მყოფი 9 პარტიიდან 7-ის ლიდერი წინა ხელისუფლების თანამდებობის პირი იყო. რაც შეეხება თავისუფლების მოედანს და მის ლიდერს ლევან ცუცქირიძეს - მან 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს არჩევნების ეგზიტპოლი გაუკეთა და "ქართული ოცნების" განცხადებით, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციაში დაეხმარა. 

საუბარია 2008 წლის არჩევნებისთვის შექმნილ ინსტიტუციურ კოალიციაზე, რომელმაც ერთობლივად ჩაატარა ე.წ. ეროვნული ეგზიტპოლი. ამ კოალიციაში შედიოდა ოთხი ორგანიზაცია: GIPA, ილიაუნი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი და რონდელის ფონდი. ლევან ცუცქირიძე, როგორც GIPA-ს რექტორი, ამ ეგზიტპოლის პროცესში ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო.

„ჩვეულებრივად პატარა „ნაცები“ არიან, შეიძლება იმ დროს ზედაპირზე არ ტივტივებდნენ, თუმცა კარგად ვიცით ჩვენ რას წარმოადგენენ, როგორ გაუპრავეს სააკაშვილს არჩევნები, იგივე ნოდია, იგივე ცუცქირიძე ვინ და რა იყვნენ, ამიტომ საზოგადოების მოტყუება ნამდვილად არ გამოვა“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები