29 ოქტომბერი 2026,   12:07
ვრცლად
დეპუტატებმა სარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირეს

დეპუტატებმა დღეს, პირველი მოსმენით, კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს. მანამდე საკითხი სესიაზე განიხილეს.

სიახლე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მათ თარჯიმნებს ეხება. ინიციატივა საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსის მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მინიჭებას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ცვლილება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებზე ვიდეო, ფოტო გადაღება და აუდიო ჩაწერა მოხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.

საერთაშორისო დამკვირვებლისთვის გათვალისწინებულია ცვლილება, რომლის მიხედვითაც ის წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისად, იმ პირით, რომელიც არ იქნება საქართველოს მოქალაქე და იქნება 18 წელს მიღწეული. აქაც, საერთაშორისო სტანდარტი უნდა იყოს დაცული", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები