27 ოქტომბერი 2026,   02:32
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, ყოვლად უსამართლოდ შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებლად აღდგება არც ისე შორ პერსპექტივაში" - შარმანაშვილი აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში - პოზიტიური გზავნილები და იმედი, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთება. დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა. შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრები კონგრესში, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. 

"ჩვენ პირდაპირ და გადაჭრით ვამბობთ, მზად ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობის აღსადგენად. ჩვენი საბოლოო მიზანი არის გაცხადებული, მე მეტს ახალს ვერაფერს ვიტყვი. ბატონი ნიკა როდესაც ჩამოვა, ალბათ, უფრო დაწვრილებით გვეტყვის, რა მოხდა იქ. 

მე დარწმუნებული ვარ, ყოვლად უსამართლოდ შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებლად აღდგება არც ისე შორ პერსპექტივაში," - აცხადებს შარმანაშვილი. 

დღის ამბები