27 ოქტომბერი 2026,   02:54
ვრცლად
"ვხედავთ გეოპოლიტიკურ შურისძიებას ჩავარდნილი რევოლუციური სცენარების გამო" - ზურაბ ქადაგიძემ დამოუკიდებელ მედიებზე თავდასხმაზე

თუ ბატონ ჯონსონს და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით, 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რაიმე რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი ნამდვილად არ სცოდნიათ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ შურისძიებას, ჩავარდნილი რევოლუციური სცენარების გამო. თუ ბატონ ჯონსონს და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით, 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რაიმე რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი ნამდვილად არ სცოდნიათ. საქართველოში სიმართლეს ვერასდროს დაასანქცირებთ", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

 

 

დღის ამბები