ისრაელის სამხედრო ძალებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ისრაელი თეირანის მასშტაბით დარტყმების მორიგ ტალღას იწყებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. დარტყმების სამიზნე "ირანის რეჟიმის კუთვნილი სამხედრო ინფრასტრუქტურაა" - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF).
ისრაელის მიერ თეირანის წინააღმდეგ თავდასხმების მე-11 ტალღაა 28 თებერვლიდან.
"ჩვენ რეჟიმს დიდი ძალით ვუტევთ და ერთი წამითაც არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ მის ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვან სამიზნეებს ვუტევთ და მის სტაბილურობას ძირს ვუთხრით", - განაცხადა IDF-ის წარმომადგენელმა ეფი დეფრინმა საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე.