30 ოქტომბერი 2026,   14:24
ვრცლად
საუდის არაბეთის დედაქალაქიდან თბილისში რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდა - სამშობლოში საქართველოს 171 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოში ჩამოფრინდა მეორე ჩარტერული რეისი ახლო აღმოსავლეთიდან რეგიონში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ. თვითმფრინავი საუდის არაბეთის დედაქალაქიდან თბილისში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

საქართველოს 171 მოქალაქე, რომელიც მიმდინარე მოვლენების გამო დაბრუნებას ვერ ახერხებდა, უკვე სამშობლოშია. კიდევ ერთი ჩარტერული რეისი ამჯერად მუსკატიდან დღეს გვიან ღამით იგეგმება.

დღის ამბები