02 აგვისტო 2026,   15:07
ვრცლად
მცხეთის მუნიციპალიტეტს კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება - დიმიტრი ხუნდაძე 

"ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს ეხმაურება. როგორც ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, იზიარებს მოქალაქეების უკმაყოფილებას და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს ძლიერი ბიუჯეტი აქვს და საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის საკითხების მოგვარებას მხოლოდ ეფექტური მუშაობა სჭირდება.

"ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში.

ეს ეხება როგორც საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერების ეფექტურ ჩატარებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას და ბევრ სხვა მიმართულებას.

მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.

წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს.

იმედი მაქვს მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდება და საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილება, ობიექტური კმაყოფილებით შეიცვლება",- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები