26 ოქტომბერი 2026,   18:33
ვრცლად
"მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს" - ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი

ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დელსი როდრიგესი "აშშ-ის წარმომადგენლებთან ეფექტურად თანამშრომლობს".

"მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი ადმინისტრაციის მზადყოფნისთვის, ერთობლივად ვიმუშაოთ იმ დღის წესრიგზე, რომელიც გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვენესუელის ხალხების საკეთილდღეოდ", - წერს დელსი როდრიგესი X-ზე. 

ტრამპი კი Truth Social-ის გვერდზე აღნიშნავს, რომ "ვენესუელის პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს და ძალიან ეფექტურად თანამშრომლობს აშშ-ის წარმომადგენლებთან. ნავთობის მოწოდება დაიწყო, ხოლო პროფესიონალიზმი და თავდადება, რომელსაც ორივე ქვეყანა იჩენს, ძალიან სასიამოვნო სანახავია!" - აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.

უკვე ცნობილია, რომ ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვიეს. 

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები