27 ოქტომბერი 2026,   11:18
ვრცლად
ამერიკელ ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანზე შეტევა "ღვთიური გეგმის ნაწილია" - ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია

ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციაში შეტანილი საჩივრების თანახმად, ამერიკელი სამხედრო მეთაურები ირანთან ომში მონაწილეობის გასამართლებლად იყენებენ "ექსტრემისტულ ქრისტიანულ რიტორიკას ბიბლიური "ბოლო ჟამის" შესახებ.

სამხედრო რელიგიური თავისუფლების ფონდი (MRFF) იუწყება, რომ 200-ზე მეტი საჩივარი მიიღო სამხედრო მოსამსახურეებისგან, სამხედრო ძალების ყველა შტოდან, მათ შორის საზღვაო ქვეითებისგან, საჰაერო ძალებიდან და კოსმოსური ძალებიდან.

ერთ-ერთმა მომჩივანმა, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც უმცროსი ოფიცერი (NCO) იმ დანაყოფში, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაერთოს ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში, Guardian-ის მიერ ნანახ საჩივარში MRFF-ს შემდეგი რამ განაცხადა: "ჩვენმა მეთაურმა მოგვთხოვა, გვეთქვა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ეს "ყველაფერი ღვთიური გეგმის ნაწილი" იყო და მან კონკრეტულად მოიხსენია გამოცხადების წიგნიდან (ახალი აღთქმა) მრავალი პასაჟი არმაგედონისა და იესო ქრისტეს გარდაუვალი დაბრუნების შესახებ".

დღის ამბები