26 ოქტომბერი 2026,   16:40
ვრცლად
დონალდ ტრამპმა კირ სტარმერი "ლუზერად" მოიხსენია - The Telegraph

დონალდ ტრამპმა მეგობრებთან საუბრის დროს კირ სტრამერი "ლუზერად" მოიხსენია. ამის შესახებ The Telegraph იუწყება, რომელსაც წყარომ განუცხადა, რომ "ტრამპმა სტრამერის "ლუზერად" მოხსენიება დაიწყო, მან ეს თქვა მეგობრებთან ვახშმის დროს. ის ფიქრობს, რომ სტრამერს მომავალი აღარ აქვს." 

ეს ენა მკვეთრად ეწინააღმდეგება ტრამპის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მანამდე გაკეთებულ განცხადებებს, როდესაც მას "გამარჯვებული" უწოდა. ეს არის უახლესი ნიშანი იმისა, რომ თეთრ სახლსა და დაუნინგ-სტრიტს (ბრიტანეთის მთავრობას) შორის ურთიერთობები შესაძლოა დაზიანდეს. 

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე მან (ტრამპმა) ასევე გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი მისი "საშინელი" საიმიგრაციო და ენერგეტიკული პოლიტიკის გამო და მოუწოდა დიდ ბრიტანეთს, გააუქმოს "შარიათის სასამართლოები" და ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად "გახსნას ჩრდილოეთის ზღვა". 

ეს განცხადება მოჰყვა კვირის დასაწყისში The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ "ძალიან იმედგაცრუებული" იყო სერ კირის გამო რადგან, მან დაბლოკა დიეგო-გარსიას (ჩაგოსის არქიპელაგზე მდებარე სამხედრო ბაზა) გამოყენება სამხედრო დარტყმებისთვის.

ბრიტანეთმა უარი თქვა აშშ-სთვის ნება დაერთო სამხედრო-საჰაერო ძალების (RAF) ბაზებიდან დარტყმების განხორციელებაზე, საერთაშორისო სამართალზე მითითებით. თუმცა, სტარმერი კვირა ღამით დათმობაზე წავიდა და განაცხადა, რომ ნებას რთავდა აშშ-ს, განეხორციელებინა მისიები ამ ბაზებიდან "კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის".

დღის ამბები